ქალაქ რუსთავის რამდენიმე ქუჩას 16 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

64

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან 17 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში შემდეგი ქუჩებს ბალანჩივაძეს, გასასვლელებს, 112ბ კვარტალს, ალუბლებს, XI მკრ რაიონის №2-3 საცხოვრებელ სახლებსა და XVI, XVII, XVIII, XIX, XX, XXI მკრ-რაონებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 აგვისტოს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Comments
Loading...