ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

75

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 აგვისტოს 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Comments
Loading...