ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება

367

შაბათს, 12 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, კარდიოლოგი, პროფესორი ისმეთ დინდარ-მიქელაძე, ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია N9 საბავშვო ბაღის შენობაში (მის: გაბრიელ ეპისკოპოსის N12) აწყობენ ერთობლივ საქველმოქმედო აქციას.  დილის 10:00  საათიდან  16:00 საათამდე.

მოსახლეობა კვალიფიციურ კონსულტაციებს მიიღებს შემდეგი მიმართულებებით:

  • კარდიოლოგია
  • კარდიოქირურგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ონკომამოლოგია
  • ნევროლოგია
  • ტრავმატოლოგია
  • თერაპია
  • პედიატრია
  • ენდოკრინოლოგია

პაციენტები, ასევე,  შეძლებენ უფასოდ  ჩაიტარონ გულის, მკერდისა (სარძევე ჯირკვლების) და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევები, განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის შემცველობა. მედიკოსთა ჯგუფში შედიან როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

Comments
Loading...