ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურლი სამუშაოები გრძელდება

439

მდინარე ნატანებზე, კიტა მეგრელაძის ქუჩის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები უკვე დაიწყო. მდინარის კალაპოტს 352 გრძივი ნაპირდამცავი გაბიონი გაამაგრებს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

წლების მანძილზე აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს, უამინდობისას, ადიდებული მდინარე მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა. სტიქიის დროს ნადგურდებოდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ასევე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კიტა მეგრელაძის ქუჩის მოსახლეობამ ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებით გასულ წელს მომართა. ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი:

"მოხარული ვარ, რომ ძალზე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსახლეობას წლების მანძილზე არსებულ პრობლემას საბოლოოდ მოვუგვარებთ. პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშული სამუშაოების შესასრულებლად ნახევარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ორი თვის ვადაში დასრულდება".

Comments
Loading...