ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში 100 ახალი სანაგვე ურნა განთავსდა

333

დღეს ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში 100 ახალი სანაგვე ურნა განთავსდა. ჯერჯერობით ურნები ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაიდგა, თუმცა შემდგომ ეტაპზე სანაგვე ურნები ქალაქის გარეუბნებშიც განთავსდება.

"მას შემდეგ რაც ქალაქში ქუჩები მოვაწესრიგეთ და ახალი გზები დავაგეთ, ბუნებრივია, ახალი სანაგვე ურნების განთავსებაზე ვიზრუნეთ და დღეს ცენტრალურ ქუჩებში 100 ახალი ურნა დაიდგა. უახლოეს პერიოდში ქალაქის მერია დამატებით გამოაცხადებს ტენდერს სანაგვე ურნების შეძენაზე და მათ უკვე ქალაქის გარეუბნებში განვათავსებთ", – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

Comments
Loading...