ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს

325

დღეს საქართველოს საჯარო  სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებს წელს  400 პირველკლასელი შეუერთდა. ბეგლარ სიორიძე ქალაქის ყველა სკოლას ესტუმრა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

"მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო. წარმატებებს და წინსვლას  ვუსურვებ  ყველა მოსწავლესა და პედაგოგს. ჩვენ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს შევუქმნათ  ბევრად უკეთესი გარემო სკოლებში, რათა მათ  ცოდნის მიღებისთვის ყველა საჭირო პირობა ჰქონდეთ", – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

Comments
Loading...