ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დღეს გამართული სხდომა ხმაურით წარიმართა

271

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დღეს გამართული სხდომა ხმაურით წარიმართა. ხმაურის მიზეზი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად აგორებული პროვოკაცია გახლდათ", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

"სხდომას ესწრებოდნენ ექადიის უბნის მცხოვრებლები, რომელთაც ქალაქის მერისა და საკრებულოსგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მოსმენა ოპოზიციის ხმაურის გამო არ დასცალდათ.

სწორედ ამიტომ სხდომის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეები კაბინეტში მიიწვია და ყველა საკითხი, რომელიც ექადიის მცხოვრებლებს აინტერესებდათ, დეტალურად განუმარტა. მერსა და მოქალაქეებს შორის საუბარი, ძირითადად, ექადიის უბანში წყლის სისტემისა და გზის რეაბილიტაციას ეხებოდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...