ქალაქ ოზურგეთის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა

364

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის შედეგების დასათვლელად და სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბი, რომელიც ქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ამჟამად შტაბი ქალაქისთვის მიყენებული ზარალის პირველად მონაცემებზე მუშაობს, რომელიც საკმაოდ დიდია და მრავალ ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და ქალაქის ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქეებს 24 საათის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ დარეკონ ნომრებზე: 595 22 08 26; 577 60 17 61; 574 77 74 77.

Comments
Loading...