ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას 15 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

137

მიმდინარე წლის 15 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორის შემდეგი ქუჩების გაბაშვილის, გორიჯვრის, თრიალეთის, კეცხოველის, მარაბდელის, ნავთსადენის, სადგურის, სამადაშვილის, უფლისციხის, კავსაძის, ლესელიძის, მიჩურინის, ფურცელაძის, ქარხნის, შრომის, ძმები ზუბალაშვილების, ხიდისთავის, ჯავახიშვილის, ატენის, ბარნოვის, გორიჯვრის, თამარ მეფის, რსუთაველის, სამეფოს, სტალინის, ჩოდრიშვილისა და ჯაფარიძის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 მაისის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...