ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას 8 აგვისტოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

166

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორის შემდეგ ქუჩებს გალუსტაშვილს, გვერდწითელს, ელიოზიშვილს, კარალეთს, ლეხ და მარია კაჩინსკებს, მეჯვრისხევის ბარაკს, მეჯვრისხევს, მუსხელიშვილს, ნადირაძეს, რუხაძეს, ტყვიავს, ყიფიანს, ცხინვალის გზატკეცილს, წმინდაწყალსა და ჯავახიშვილს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 8 აგვისტოს 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...