ქალაქ ბათუმის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

16

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ბათუმის ნაწილს, ანგისას, ადლიას, ინასარიძის, შ. ხიმშიაშვილის, კობალაძეს,  გენა. აბაშიძეს, ფიროსმანის, გორგილაძის ქუჩის ნაწილს, შარტავას, ტბ. აბუსერიძეს, ქეთევან წამებულის, გუდიაშვილის, ლორიას, ბაგრატიონის ნაწილს, აღმაშენებლის ნაწილს, ჯავახიშვილის ნაწილსა და ოძელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად უკვე დაიწყო და სრულად 27 ოქტომბრის საღამოს 18:00 საათამდე აღდგება.

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზიბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge

Comments
Loading...