ფუნიკულიორის ფერდობზე, “Hollywood”-ის წარწერის მსგავსად, შესაძლოა “TBILISI” განთავსდეს

52

ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა განთავსდეს წარწერა "TBILISI", "Hollywood"-ის წარწერის მსგავსად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

"გვაქვს ასევე კიდევ ერთი საინტერესო იდეა -ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "TBILISI", დაახლოებით ისე როგორც "Hollywood"-ის წარწერაა. ვფიქრობ ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა "TBILISI" იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს.

ველოდები მეტ იდეას თბილისელებისგან, რათა ერთად გავხადოთ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი ყველასთვის", – აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments
Loading...