ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა

5

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $1.9 მილიარდს გადააჭარბა, რაც აღემატება როგორც პანდემიური 2020 წლის ($1.88 მილიარდი), ასევე 2019 წლის წლიურ მონაცემსაც ($1.7 მილიარდი).

გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა – 36.250 მლნ დოლარი.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც გასულ თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 36.250 მლნ დოლარი
  • იტალია – 33.047 მლნ დოლარი
  • აშშ – 23.707 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 19.177 მლნ დოლარი
  • ისრაელი – 15.280 მლნ დოლარი
  • გერმანია – 10.868 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 8.565 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი – 7.356 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 7.284 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 7.102 მლნ დოლარი
Comments
Loading...