ფრანგულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა “სერვიე” საქართველოში ოპერირების 15 წელი აღნიშნა

160

ფრანგულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა “სერვიე” საქართველოში ოპერირების 15 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და კომპანიის პარტნიორები. ოფიციალურ შეხვედრა საქართველოში “სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა და საფრანგეთის ელჩის პირველმა მრჩეველმა ერიკ ტოზატიმ გახსნეს.

მოწვეულ სტუმრების თვალწინ, დიდ ეკრანზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით კიდევ ერთხელ, გაცოცხლდა კომპანიის 15 წლიანი ისტორია, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი, რა გზა გაიარა ოფისმა და სად ხდება იმ იდეების და პროექტების სულის ჩადგმა, რომელსაც დღეს “სერვიე” ახორციელებს.

“სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, გაიხსენა განვითარების პერიოდ და წარმატებით განვლილ გზა.”საფრანგეთის ცენტრალური ოფისის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო განვლილი წლების განმავლობაში” – აღნიშნა დასასრულს.

“სერვიეს” 15 წლიანი საქმიანობა საქართველოში საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით იყო სავსე. კომპანიამ 2003 წლიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. კომპანია ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უამრავი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. შესაბამისად, კომპანიის იმიჯი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და პროგრესთან. 94 მილიონი პაციენტი მსოფლიოში ყოველდღიურადა„სერვიეს” მედიკამენტებით მკურნალობს.

“სერვიეს” საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უკვე 15 წელია, რაც ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ეფექტიანი მკურნალობა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ნიშანი. მიღწევებზე საუბრისას მინდა აუცილებლად აღვნიშნო საქართველოს ოფისის გუნდი, რომელიც გამორჩეულია, როგორც პროფესიული თვისებებით, ასევე ერთიანი სულისკვეთებით, სიახლისადმი სწრაფვით და საქმისადმი თავდადებით. დღეს “სერვიე” ლიდერია კარდიოლოგიის სფეროში და 15 წლის შემდეგ კომპანია ანალოგიურ ადგილს ონკოლოგიაშიც დაიკავებს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ! სამომავლოდ, ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალი გამოწვევებს, ოფისის ზრდის მიუხედავად, ფასეულობებს შევინარჩუნებთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ,” – აღნიშნავს საქართველოში “სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი.
მნიშვნელოვანია, რომ “სერვიეს” ეგიდით ბევრი გამორჩეული და განსხვავებული პროექტი განხორციელდა.

კომპანიის მიზანია სამეცნიერო ინფორმაციებთან და სიახლეებთან ერთად მაქსიმალურად საინტერესო იყოს თითოეული მათი შეხვედრა ექიმებთან. როგორც კომპანიაში იმედოვნებენ, “სერვიეს” საქართველოში მოღვაწეობის მომავალი წელიც დაიწყება ბევრი სიახლით, გამოწვევებით და მიღწევებით.

“სერვიე იყო ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე შემოიტანა ინოვაციები, გაგვაცნო სიახლეები და მოგვცა იმის შესაძლებლობები ჩვენ, ექიმებს მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში და მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, შემდეგ კი გაგვეზიარებინა აქ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი კოლეგებისთვის,” – აღნიშნა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

2018 წელს საქართველოში სერვიეს პირველი ონკოლოგიური პრეპარატი შემოვიდა. სერვიეს საქართველოს ოფისი აქტიურად ჩაერთო კოლორექტალური სიმსივნის ცნობადობის გაზრდის კამპანიაში. იგეგმება მთელი რიგი აქტივობები, რაც გულისხმობს სამეცნიერო კონფერენციას ქართველი ონკოლოგებისთვის საერთაშორისო სპიკერის მონაწილეობით, ასევე სემინარები ონკოლოგებისთვის პაციენტების ქეისების განხილვით.

“ყველაფერი კი დაიწყო 2015 წელს, როდესაც შპს “ტაიჰო ფარმაცევტიკალსმა” და სერვიემ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში პერორალური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის ლონსურფის განვითარებასა და კომერციალიზაციასთან დაკავშირებით.ქართველ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ლონსურფი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 80 %-იანი თანადაფინანსებით მიიღონ,” – აღნიშნა მაია ხეცურიანმა.

“როგორც ითქვა “სერვიე” 15 წელია, რაც საქმიანობს საქართველოში, ის არამხოლოდ არის წამყვანი მედიკამენტების მწარმოებელი და პოპულარიზატორი, არამედ გვერდში უდგას მეცნიერებას, ცდილობს ხელი შუწყოს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ნებისმიერი ინოვაციური წამოწყების მხარდამჭერია, კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ექიმების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

15 წლის მანძილზე, მრავალი საერთაშორისო საგანმანათლებლო სემინარი განვახორციელდა, რომლის ფარგლებში ქართველ ექიმებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მსოფლიო დონის ექსპერტებსა და მეცნიერებს,” – განმარტა პროფესორმა დავით ფარღალავამ.

ლონსურფი განკუთვნილია მეტასტაზური მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ. ლონსურფი ზრდის პაციენტების ცხოვრების ხანგრძლივობას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და მკურნალობის ფონზე პაციენტები უფრო დიდხანს რჩებიან აქტიური. პაციენტებისთვის ლონსურფით მკურნალობა იგივეა, რაც “მეტი დრო მნიშვნელოვანი მომენტებისთვის”.

საქართველოში “სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა ყურადღება: “Veni Vidi Vici” კომპანია “სერვიეს” მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ღირებული და ამასთანავე უნიკალური პროექტი იყო, სადაც ჩვენ შევძელით აქტუალური სამედიცინო საკითხები, შთამბეჭდავი და უნიკალური შეხვედრების ფორმატის სახით შეგვეთავაზებინა სამედიცინო აუდიტორიისთვის.

არტერიული წნევის მართვის ირგვლივ, აქტუალური სამედიცინო თემატიკის მიმოხილვის შემდგომ, ექიმები სურვილისამებრ ერთვებოდნენ ინტელექტუალურ ვიქტორინაში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, ისინი იღებდნენ გამოწვევას, პასუხი გაეცათ სამედიცინო თემატიკის ირგვლივ დასმული სხვადასხვა სირთულის შეკითხვებისთვის”.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია “სერვიე” კვლევით სექტორზეა ორიენტირებული და შემოსავლების 25%-ის (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფარმაცევტულ სფეროში) ინვესტირებას ახდენს ახალი მოლეკულების აღმოჩენასასა და კვლევაში. გააჩნია 16 საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით. 2002 წელს კომპანიამ “გალიენის პრიზი” მიიღო კვლევით სფეროში ინოვაციურობის და კრეატიულობის აღიარების ნიშნად. შედეგად, “სერვიეს“ მედიკამენტები კლასში გამორჩეულია მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით.

“სერვიე” 5 თერაპიულ სფეროში: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია და დღეს უკვე ონკოლოგიაში მოღვაწეობს. “სერვიეს” მედიკამენტების სახით ექიმებს ხელთ აქვს დაავადებების მართვის ეფექტიანი იარაღი, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების რისკს ნოზოლოგიიდან გამომდინარე. საჭიროება ასეთ მკურნალობაზე მაღალია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მხრიდან.

“სერვიე”, პირველი დამოუკიდებელი ფარმაცევტული ჯგუფი დაარსდა 1954 წელს. ქ. ორლეანში (საფრანგეთი) მედიცინისა და ფარმაციის აკადემიურმა დოქტორმა, ჟაკ სერვიემ, ოცდაათი წლის ასაკში, დააფუძნა ცხრა თანამშრომელისგან შემდგარი ფარმაცევტული კომპანია. კომპანია “სერვიე” არის საფრანგეთის წამყვანი დამოუკიდებელი ფარმაცევტული კომპანია და მეორე ფრანგული ფარმაცევტული კომპანია მსოფლიოში.

“სერვიემ” პირველი ოფისი საფრანგეთის გარეთ ლონდონში 1964 წელს გახსნა. მას შემდეგ ყოველწლიურად ემატებოდა ახალი ოფისები. დღეს “სერვიე” 149 ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიაში დასაქმებულია 21 700-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის 3000 ადამიანი კვლევით სექტორში. უკვე 15 წელია დიდი ოჯახის ნაწილია საქართველოს ოფისი 42 თანამშრომლით და თბილისის გარდა, 4 რეგიონალური წარმომადგენლობით.

“სერვიეს” ოთხი კორპორატიული ფასეულობა გააჩნია: ინოვაციის გამბედაობის უნარი, ზრუნვა ერთამანეთსა და პაციენტებზე, პროფესიული ზრდა გაზიარების გზით და წარმატებისაკენ სწრაფვა. ვფიქრობ, რომ “სერვიეს” ქართული ოფისი რეალურად ამ ფასეულობების მატარებელია.

Comments
Loading...