ფრანგული ფარმაცევტული ჯგუფი “სერვიე” საქართველოში ოპერირების 15 წელია

91

15 დეკემბერს, ფრანგული ფარმაცევტული ჯგუფი “სერვიე” საქართველოში ოპერირების 15 წლის  იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, დარგის სპეციალისტები და კომპანიის პარტნიორები. ოფიციალურ შეხვედრას გახსნის საქართველოში “სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი და საფრანგეთის ელჩის პირველი მრჩეველი ერიკ ტოზატი.

“სერვიეს” 15 წლიანი საქმიანობა საქართველოში საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით  იყო სავსე. კომპანიამ 2003 წლიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. კომპანია ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უამრავი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. შესაბამისად, კომპანიის იმიჯი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და პროგრესთან. 94 მილიონი პაციენტი მსოფლიოში ყოველდღიურად „სერვიეს” მედიკამენტებით მკურნალობს.

“სერვიეს” საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უკვე 15 წელია, რაც ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ეფექტიანი მკურნალობა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ნიშანი. მიღწევებზე საუბრისას მინდა აუცილებლად აღვნიშნო საქართველოს ოფისის გუნდი, რომელიც გამორჩეულია, როგორც პროფესიული თვისებებით, ასევე ერთიანი სულისკვეთებით, სიახლისადმი სწრაფვით და საქმისადმი თავდადებით. დღეს “სერვიე” ლიდერია კარდიოლოგიის სფეროში და 15 წლის შემდეგ კომპანია ანალოგიურ ადგილს ონკოლოგიაშიც დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ!  სამომავლოდ, ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალი გამოწვევებს,  ოფისის ზრდის მიუხედავად, ფასეულობებს შევინარჩუნებთ და  განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ,” – აღნიშნავს საქართველოში “სერვიეს” წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია “სერვიე” კვლევით სექტორზეა ორიენტირებული და შემოსავლების 25%-ის (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფარმაცევტულ სფეროში) ინვესტირებას ახდენს ახალი მოლეკულების აღმოჩენასასა და კვლევაში. გააჩნია  16 საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით.

2002 წელს კომპანიამ “გალიენის პრიზი” მიიღო კვლევით სფეროში ინოვაციურობის და კრეატიულობის აღიარების ნიშნად. შედეგად, “სერვიეს” მედიკამენტები კლასში გამორჩეულია მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით. “სერვიე” 5 თერაპიულ სფეროში: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია და დღეს უკვე ონკოლოგიაში მოღვაწეობს. “სერვიეს”  მედიკამენტების სახით ექიმებს ხელთ აქვს დაავადებების მართვის ეფექტიანი იარაღი, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების რისკს ნოზოლოგიიდან გამომდინარე. საჭიროება ასეთ მკურნალობაზე მაღალია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მხრიდან.

სერვიე”, პირველი დამოუკიდებელი ფარმაცევტული ჯგუფი დაარსდა 1954 წელს. . ორლეანში (საფრანგეთი) მედიცინისა და ფარმაციის აკადემიურმა დოქტორმა, ჟაკ სერვიემ, ოცდაათი წლის ასაკში, დააფუძნა ცხრა თანამშრომელისგან შემდგარი ფარმაცევტული კომპანია. კომპანიასერვიეარის საფრანგეთის წამყვანი დამოუკიდებელი ფარმაცევტული კომპანია და მეორე ფრანგული ფარმაცევტული კომპანია მსოფლიოში.

“სერვიემ” პირველი ოფისი საფრანგეთის გარეთ ლონდონში 1964 წელს გახსნა. მას შემდეგ ყოველწლიურად ემატებოდა ახალი ოფისები. დღეს „სერვიე“ 149 ქვეყანაში საქმიანობს.  კომპანიაში დასაქმებულია 21 700-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის 3000 ადამიანი კვლევით სექტორში. უკვე 15 წელია დიდი ოჯახის ნაწილია საქართველოს ოფისი 42 თანამშრომლით და თბილისის გარდა, 4 რეგიონალური წარმომადგენლობით.

“სერვიეს” ოთხი კორპორატიული ფასეულობა გააჩნია: ინოვაციის გამბედაობის უნარი, ზრუნვა ერთამანეთსა და პაციენტებზე, პროფესიული ზრდა გაზიარების გზით და წარმატებისაკენ სწრაფვა. ვფიქრობ, რომ “სერვიეს” ქართული ოფისი რეალურად ამ ფასეულობების მატარებელია.

Comments
Loading...