ფრანგი მცხობელები ბაგეტის იუნესკოს სიაში შეტანას ითხოვენ

5

ბაგეტი – ხორბლის ფქვილის, წყლის, საფუარის, მარილისა და ცოტა გამოცდილების ნაზავი და ეიფელის კოშკის მსგავსი საფრანგეთის სიმბოლო – შეიძლება მალე შეუერთდეს იუნესკოს კულტურული საგანძურის სიას.

მცხობელები ამბობენ, რომ ტრადიციულ ფრანგულ პურს, რომელიც ადგილობრივ საცხობებში უკვე ათწლეულებია, რაც იყიდება, როგორც ფრანგების ყოველდღიური ცხოვრების რიტუალი, ახლა თაროებზე სხვა პურები ანაცვლებს.

“არ არსებობს რაიმე საიდუმლო კარგი, ტრადიციული ბაგეტის დამზადებაში. ამას სწირდება დრო, ცოდნა, სწორი ცხობა და კარგი ფქვილი დანამატების გარეშე”, – აცხადებს მიკაელ რეიდელეტი, რვა საცხობის მეპატრონე.

საფრანგეთის მცხობელთა კონფედერაციამ უკვე განაცხადი შეიტანა გაეროს არამატერიალური საგანძურის რეიტინგში.

ბაგეტს ორი კონკურენტი ჰყავს: თუთიისგან დამზადებული და მოოქროვილი სახურავები პარიზში და იურას რეგიონის ბიო დ’არბოის ღვინის ფესტივალი. საფრანგეთის კულტურის მინისტრი პრეზიდენტს თავის რეკომენდაციას მარტში წარუდგენს.

იუნესკოს “არამატერიალური მემკვიდრეობის საგანძური”, რომელიც გულისხმობს ზეპირი ტრადიციების, საშემსრულებლო ხელოვნების, სოციალური პრაქტიკის, რიტუალების და ტრადიციული ოსტატობის მეთოდების აღიარებას – უკვე მოიცავს ირანსა და ყაზახეთში ბრტყელი პურის დამზადების უძველეს მეთოდებს.

ბელგიაში 1 500 და მეტი ლუდის დამზადების ხელობა, ისევე როგორც პიცის მორევის ნეაპოლიტანური ხელოვნება შესულია ამ საგანძურში.

1993 წლის საფრანგეთის მთავრობის განკარგულება გვკარნახობს, რომ “ტრადიციული” ბაგეტის დამზადება არ უნდა შედგებოდეს ოთხზე მეტი კლასიკური ინგრედიენტისგან. ცომის დუღილი უნდა გაგრძელდეს 15-დან 20 საათამდე, ტემპერატურაზე 4-დან 6 გრადუს ცელსიუსამდე.

დაახლოებით 6 მილიონი ბაგეტი იყიდება ყოველდღიურად საფრანგეთში. მაგრამ მცხობელთა ფედერაციის პრეზიდენტმა დომინიკ ანრაქტმა განაცხადა, რომ კულტურული ჩვევა საფრთხის წინაშეა, 1950-იანი წლებიდან დაახლოებით 30,000 საცხობი დაიხურა და ისინი სუპერმარკეტებმა ჩაანაცვლა.

Comments
Loading...