ფოთის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

212

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. ფოთის ცენტრში განხორციელდა მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფოთის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურში მოხდა ორი ფიდერის დაკავშირება და მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელის მონტაჟი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

Comments
Loading...