ფლორიდაში, კომპანია SpaceX-მა რაკეტამზიდი Falcon 9-ის გაშვება განახორციელა

19

რაკეტამზიდმა Falcon 9, აშშ-ის საჰაერო ძალების თანამგზავრთან ერთად სტარტი აიღო ფლორიდის შტატის კოსმოსური სადგურიდან. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია SpaceX ავრცელებს. ეს უკვე, მიმდინარე წლის განმავლობაში, კომპანიის მიერ განხორციელებული 21-ე გაშვებაა.

გაშვება ჯერ კიდევ 18 დეკემბერს უნდა მომხდარიყო, თუმცა სტარტამდე 7 წუთით ადრე, გარკვეული ხარვეზის გამო იგი ჩაიშალა. შემდეგ კი, ცუდის ამინდების გამო, გაშვება კიდევ სამჯერ გადაიდო.

რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს აპარატი GPS III, რომელიც 3,8 ტონას იწონის. იგი ჩაანაცვლებს ძველ აპარატს.

თანამგზავრს თავდაპირველად 1000 კილომეტრის მოშორებით გაუშვებენ, ხოლო შემდეგ მას ორბიტაზე გადაიყვანენ, რომელიც პლანეტიდან დაახლოებით 20 000 კილომეტრის მოშორებითაა.

Comments
Loading...