ფინურმა კომპანიამ ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა

735

ფინურმა კომპანია HMD Global-მა ახალი ჭკვიანი ტელეფონი Nokia 6 წარადგინა, რომელსაც ანდროიდის ოპერაციული პლატფორმაზე მუშაობს. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მოდელი გაყიდვაში 2017 წლის დასაწყისში გაეშვება. ჭკვიანი ტელეფონის ყიდვა მხოლოდ ჩინეთში, რეტეილერ JD.com-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ახალი ტელეფონის ფასი, HMD Global-ის ინფორმაციის მიხედვით, 1.7 ათასი იუანი (244 აშშ დოლარი) იქნება. ჭკვიანი ტელეფონის შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტია, ოპერაციული მახსოვრობა კი – 4 გიგაბაიტი.

ამასთან, ახალი Nokia 6 აღჭურვილია ორი კამერით, ერთი უკანა- 16-მეგაპიქსელიანი და მეორე წინა – 8-მეგაპიქსელიანი. ტელეფონის ეკრანის ზომა 5.5 დუიმს შეადგენს.

Comments
Loading...