ფინანსთა მინისტრი: 2026 წლისთვის მთავრობის ვალს 45%-მდე შევამცირებთ

4

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს – 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე, შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის პროცესების სწრაფად დასაწყებად. დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს – 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 12%-დან, 5.5%-მდე შემცირდა.

Comments
Loading...