ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110% შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე

3

2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა შემცირდა 47 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110 პროცენტი შეადგინა.

„სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

Comments
Loading...