ფერმერებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

393

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის მყნობა შეისწავლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა აგარარული მიმართულების სემინარებს და ტრენინგებს, რომლებში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგებისა და სემინისარების შესახებ ინფორმაცია, ასევე სააპლიკაციო ფორმა ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.

Comments
Loading...