ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-მა მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად უნდა გაამკაცროს შემზღუდველი ზომები და გააძლიეროს ვაქცინაცია

4

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ შეიძლება აღმოჩნდეს COVID-19-ის მორიგი ტალღის წინაშე, თუ ამერიკელები ფრთხილად არ იქნებიან – ქვეყანა ცდილობს უფრო და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაციას.

დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ორი ძირითადი რამის გაკეთება შეუძლია, რათა თავიდან აიცილოს უფრო მეტი ინფექცია, მეტი ჰოსპიტალიზაცია და მეტი სიკვდილიანობა.

“ორი რამ – თქვენ აგრძელებთ და აორმაგებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს და თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად,” – თქვა მან შაბათს.

ფაუჩის თქმით, აშშ ვაქცინაციის არეალში “ძალიან კარგად” მუშაობს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შაბათ-კვირას ქვეყანამ ახალი რეკორდი აჩვენა – 24 საათში Covid-19 ვაქცინის ოთხ მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა.

”ჩაინიშნეთ რეკორდული დღე !! + 4,08 მილიონი დოზა, რომელიც გაკეთდა გუშინ”, – წერს ტვიტერზე თეთრი სახლის Covid-19 მონაცემების დირექტორი დოქტორი საირუს შაჰპარი. “მილიონობით ადამიანი მოდის, რათა დააჩქაროს ჩვენი პროგრესი პანდემიის წინააღმდეგ!”

მიუხედავად ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებლისა, საკმარისი ამერიკელი მაინც არ არის ვაქცინირებული იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება გაკონტროლდეს, აფრთხილებენ ექსპერტები. დღეისათვის, CDC-ს თანახმად, ამერიკელთა დაახლოებით 31,4%-მა მიიღო კოვიდ-19 ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა და მოსახლეობის მხოლოდ 18%-ია სრულად აცრილი.

ამიტომ ექსპერტები მოუწოდებენ ახლა უსაფრთხოების ზომების შენარჩუნებისკენ.

“ჩვენ ამას ვიმეორებთ, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი მოსახლეობა, გუბერნატორები, მერები და სხვები, რათა გამოაცხადონ, რომ ჯერ არ დასრულებულა. ხალხი ამბობს: შენ გინდა, რომ სამუდამოდ გამოგვკეტო. არა, ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება, რადგან ყოველდღე, როდესაც დღიურად ოთხი-სამი მილიონი ვაქცინა კეთდება, უფრო და უფრო ვუახლოვდებით კონტროლს.” – აცხადებს ფაუჩი.

ბოლო კვირის განმავლობაში, ათსე მეტი შტატის ლიდერებმა განაცხადეს შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ზოგიერთმა კი საერთოდ გააუქმა პირბადეების ტარების აუცილებლობა.

“ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს გაორმაგებაა, უბრალოდ ცოტა კიდევ მოითმინეთ. ვაქცინა და ადამიანების ვაქცინაცია თრგუნავს ვირუსის გავრცელებას.” – აცხადებს ფაუჩი.

Comments
Loading...