ფადი ასლი: ვერ დავუშვებთ, რომ უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ

460

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გადაცემა "საქმის კურსში" სასამართლო სისტემის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთვარობას არ გააჩნია უფლებამოსილება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში და სასამართლოების კორუფციისგან გაწმენდა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე.

"არ მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის მთავარია, ჩემს ქვეყანაში იყოს სამართალი. ჩემთვის მთავარია, ჩემი პალატის წევრებს არ ატყუებდნენ მოსამართლეები, არ აშანტაჟებდნენ მათ.

ბიზნესი თავისებურად დაშინებულია, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

დღეს თუ სასამართლოს აღვწერთ, ეს არის ადამიანის სხეული, იმუნიტეტი აქვს ნული, ვირუსი მოხვდა ამ სხეულში და ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან იმუნიტეტი არ გააჩნია ამ სტრუქტურას.

მთვარობას არ გააჩნია უფლებამოსილება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში, იგივე პარლამენტს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმე და მე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, რომ მოგვარდეს ეს საკითხი. ჩვენ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, არ მივიღებთ აღნიშნულ კორუფციას, როგორც მოცემულობას და ვერ დავუშვებთ იმას, რომ უცხოურ ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ", – აცხადებს ფადი ასლი.

Comments
Loading...