უცხოური მედია: ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა – ის პირველი ქართველია, ვინც ამ სასამართლოში იმსახურებს

18

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, ვინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოასამართლედ დაინიშნა. ეს შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ცვლილებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში, – ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა “Middle East Institute”-ის სტატიაში სახელწოდებით, “ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართებით – ახალი იმედი ჩნდება საქართველოსთვის?”.

ავტორი საქართველოს იუსტიციის მინისტზე, გოჩა ლორთქიფანიძეზე წერს, რომ იგი პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოს მოსამართლედ და ვინც ამ სასამართლოში იმსახურებს.

„ეს შეიძლება იქცეს უშველებელ ცვლილებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში. ასევე, სულ რაღაც გასულ კვირას, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი – როგორც ოკუპანტი ძალა – პასუხისმგებელია 2008 წლის განმავლობაში ჩადენილი ადამიანის უფლებების მრავლობით დარღვევებზე, მათ შორის სამოქალაქო პირების მკვლელობებზე, სახლების ძარცვაზე და გადაწვაზე. ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საეტაპო გადატყვეტილება, რომლის მიღებაც ათწლეულზე მეტია ჭიანურდებოდა”,- წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე კი, ამ სახელმწიფოებს შანსიც არა აქვთ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ.

„მაშინ როდესაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობაზე ბჭობენ კაპიტოლ ჰილზე, აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონის მოკავშირეები აგრძელებენ შეერთებული შტატების მიერ ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე ნაკისრი ვალდებულების ადვოკატირებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ფლანგზე – ბალტიის ზღვიდან დაწყებული შავი ზღვით დამთავრებული, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჩათვლით გადაჭიმულ ტერიტორიაზე. ბალტიის ზღვაში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ათასობით ჯარისკაცია ბაზირებული სამხედრო ტროსად რუსეთის შეტევის შემთხვევაში. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა დაბომბა და ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს.

შედეგად, მან შავი ზღვის მილიტარიზაცია განახორციელა და ამით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტერიტორიას დაემუქრა. აღმოსავლეთ ხლემთაშუაზღვისპირეთში რუსეთი 2015 წელს სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნის საფუძველზე, რაც მისი სახელით ომების სერიის დაწყებას მოასწავებდა, მათ შორის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის 2020 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედროები გადასხა მთიან ყარაბახში. რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების უფრო ხისტი დამოკიდებულება იმას გამოიწვევდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის დაუცველობას მოსკოვი ვეღარ გამოიწვევდა.

არსებობს იმედი, რომ ეს შეიძლება რეალობად იქცეს, განსაკუთრებით რუსეთისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რაც კრემლის მიერ რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას მოჰყვა. ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები – საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით – სასოწარკვეთილად საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას. შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე, ამ სახელმწიფოებს შანსიც არა აქვთ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აშშ სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სფეროში ცვლილების შეტანის უნარი კონკრეტული ქმედებების ჯაჭვზეა დამოკიდებული”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის.

„აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამომავლო აგრესიის შეზღუდვის ყველაზე ეფექტური გზა არის შეკავების საშუალებით აგრესიის შესაძლო ხარჯის გაზრდა. დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის. ჰიბრიდული ომი ჰიბრიდული დაცვის ზომებს საჭიროებს: ქმედითი სანქციების დაწესებას, დემოკრატიული ინტიტუტების გაძლიერებას, კიბერ თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარებას, რუსეთზე ევროპის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებას, სამხედრო ტროსების გაჭიმვას და ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, რომელზე წვდომაც ალიანსის არა-წევრ ქვეყნებსაც ექნებათ. ზოგიერთი ეს ზომა უკვე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ერთგულება საქართველოს დასავლური მომავლისადმი შვებად იქნება მიჩნეული ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხედრო სარტყელში მოექცა გეო-პოლიტიკურად სტრატეგიულ რეგიონში. ეს იქნება საქართველოს ძალისხმევაზე ობიექტური პასუხი და მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნება მიჩნეული მეტი ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისთვის ბოლო ათწლეული წონასწორობის დაცვის აქტად იქცა დასავლეთის რწმუნებებისა და უწყვეტ რუსულ აგრესიას შორის. ბაიდენის ადმინისტრაციიდან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამ პირობის შესასრულებლად და იმ საფრთხის ასაცილებლად”, – წერს გამოცემა.

Comments
Loading...