უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ნოემბერში 119.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

53

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ნოემბერში 119.6 მლნ აშშ დოლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.55 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 55.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ნოემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 52.8 მლნ ლარით გაიზარდა და 478.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 48.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.6 პროცენტს გაუტოლდა.

Comments
Loading...