უჩანეიშვილის III ჩიხში საგზაო სამუშაოები განხორციელდა

6

ვაკის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის III ჩიხში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 1800 კვ. მ ფართობის გზა რეაბილიტირდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად დაიგო.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე დაესწრო.

პროექტის ღირებულება 118 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...