უშვილობაზე მკურნალობა ისრაელის ხარისხით

68

იყო მშობელი უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა დანაგვიანებული გარემოს და რიგი გამოწვევების ფონზე არის შემთხვევები, როდესაც წყვილს შვილი არ უჩნდება. საქართველოში ყოველ მეექვსე წყვილს სხვადასხვა პრობლემა აქვს შვილოსნობასთან დაკავშირებით. ხშირად მკურნალობა ან დაგვიანებულია ან არასწორად მიმდინარეობს. მაშინ როდესაც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა და ისრაელი, ხარისხიანად ჩატარებული მკურნალობით უშვილობის სტატისტიკა დღითიდღე მცირდება. 

სწორედ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დაარსდა ისრაელის ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრი BIRTH-ი ბათუმში. კლინიკა ბათუმში დაბადებულმა ისრაელის მოქალაქემ ლევ ადიროვიჩმა დააარსა, სადაც მოიწვია ებრაელი და ქართველი წამყვანი სპეციალისტები.

მაღალტექნოლოგიური პროცედურების და ხარისხიანი მკურნალობის გამო კლინიკის ძირითად პაციენტებს უცხოელი წყვილები წარმოადგენენ. მშობლების ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კლინიკამ მოახერხა მიახლოებოდა ისრაელში არსებულ სტატისტიკას, სადაც მკურნალობის 70-80% წარმატებულია. BIRTH-ბათუმი ანალოგიურ ხარისხს სთავაზობს ქართველ პაციენტებს. დამფუძნებლებმა ქართველი წყვილებისთვის განსაკუთრებული პროგრამებიც აამოქმედეს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მკურნალობის თანხის ეტაპობრივი გადახდა ან თანხის ნაწილის დაფეხმძიმების შემდეგ დაფარვა.

“ჩვენი მიზანია ქართველ წყვილებს ხელი შევუწყოთ გახდნენ მშობლები.  ამიტომაც ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ მათგანს, როგორც მკურნალობის მხრივ ასევე ფინანსურად. ყველა ხერხს და ფორმას ვიყენებთ, რომ ეს ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური პროცედურები ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ჩემი ვალია ქართველი ერის გამრავლებაში წვლილი შევიტანო.” – ამბობს ლევ ადიროვიჩი, კლინიკის დამფუძნებელი, ბიოლოგიასა და მედიცინაში ავტომატიზირებული სისტემების მართვის დოქტორი და საერთაშორისო სამედიცინო პატენტების მფლობელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ მალე კლინიკა BIRTH საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იქნება, რომელსაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს სერთიფიცირებას გაივლის. კლინიკის მომსახურებით უკვე სარგებლობენ როგორც ამერიკის, ასევე სომხეთის, პოლონეთის, ჩინეთის, უკრაინის და ისრაელის სამედიცინო დაწესებულებები და პაციენტები.

კლინიკა BIRTH საქართველოში უკვე ორი წელია ფუნქციონირებს. ეს მოკლე პერიოდი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებული და მრავალბავშვიანი იყო. BIRTH-ის მზრუნველი და კომპეტენტური გუნდი მომავალ წელსაც ბევრ სიახლეს და საუკეთესო პირობებს ჰპირდება წყვილებს, მათ შორის უფასო კონსულტაციებს ისრაელის წამყვან რეპროდუქტოლოგებთან.

დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.birthbatumi.com

ან დაგვიკავშირდით: +995 574 760 619

Comments
Loading...