უფასო სასწრაფო პედიატრიული სერვისის მიღება ბინაზე

445

ბავშვთა  სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრი" თბილისში ახალ პროექტს იწყებს. 15 მაისიდან მშობლებს საშუალება ექნებათ სრული პედიატრიული და ამბულატორიული სერვისი ბინაზე მიიღონ და ბავშვს პოლიკლინიკის სტრესული გარემო აარიდონ. სასწრაფო „პედიატრი“ პაციენტს ბინაზე სრულიად უფასოდ მოემსახურება. ექიმი პედიატრის დახმარებით მოხდება დაავადების შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა და მისი შემდგომი პატრონაჟი.

პედიატრიული მომსახურეობის მიღება შესაძლებელია  16112 – ნომერზე დარეკვით ნებისმიერი ქსელიდან, ყოველგვარი წინსართის გარეშე.  ქოლ-ცენტრის მიერ შეფასდება პაციენტის მდგომარეობა  და პედიატრები  საჭირო მომსახურებას დაგეგმავენ. 

სასწრაფო "პედიატრის" უფასო აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. საწყის ეტაპზე აქციაში დიდი დიღმის და თემქის უბნების 0-დან 16 წლამდე ბავშვები ჩაერთვებიან, რომლებიც კერძო დაზღვევით არ სარგებლობენ. 

სასწრაფო "პედიატრის" უფასო  მომსახურება ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანს დაფარავს.

Comments
Loading...