“უსაფრთხოების ტრენდ 2017” – როგორ დავიცვათ თავი მუდმივად ცვალებად გარემოში

304

კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანია "ტრენდ მიკროს"  ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია Security TRENDs გაიმართა, რომელიც საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან  დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.

კონფერენციას, რომლის მთავარ თემას  ქართული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალიზაციასაც  საინფორმაციო უსაფრთხოება, სისტემური ინტეგრაცია, პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო სისტემების შემუშავება წარმოადგენს, ასევე ქვეყნის წამყვანი დამკვეთების წარმომადგენლები, იმ კომპანიებისა, რომლებიც ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის და რითეილის, ფინანსების და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სფეროებში მუშაობენ.

Trend Micro აგრძელებს საკუთარი ბიზნესის განვითარებას საქართველოში, შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპიკერების საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა. Security TRENDs-ის სტუმრების წინაშე მთავარი მოხსენებით წარსდგა კომპანიის მმართველი დირექტორი წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიის ქვეყნებში დანია ტაკარი.  საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ასპექტებისთვის მიძღვნილი პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპანიის წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დსთ-ში. მათ შორის იყვნენ გერმან პოზანკოვი (ტრენდ მიკროს რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) მიხაილ კონდრაშინი (ტრენდ მიკროს ტექნიკური დირექტორი საქართველოსა და მონღოლეთში) ნიკოლაი რომანოვი (ტრენდ მიკროს სისტემური არქიტექტორი საქართველოსა და მონღოლეთში).

ტრენდ მიკროს წარმომადგენლებმა  ისაუბრეს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა შენი ციფრული ტრანსფორმაციის ინსპირირება – ინოვაციები კიბერდარტყმების წინააღმდეგ, რატომ უნდა ვენდოთ ლიდერებს? თანამედროვე საფრთხეების ლანდშაფტი, მიზანდასახული თავდასხმებისაგან თავის დაცვა დიდი საწარმოებისა და საჯარო სექტორისთვის, ნებისმიერი ზომის მაღალი ხარისხის დამცავი ქსელების შექმნა/აშენება, მონაცემთა  სიღრმისეული დაცვა და ა.შ

დანია ტაკარი, "ტრენდ მიკროს" მმართველი დირეტორი წყნარი ოკეანის რეგიონსა და აზიის ქვყენებში: „კიბერუსაფრთხოებას მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზაციები დარწმუნებულები  უნდა იყვნენ, რომ  მათი უსაფრთხოება ამ მიმართულებით გარანტირებულია. კიბერშეტევების შემთხვევები საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყველა ტიპის კომპანიასთან. ასევე რეკომენდაციებს ვუწევთ სხვადასხვა  ქვეყნის ხელისუფლებას, მათ უნდა იცოცნენ რომ პირველ რიგში საჭიროა მომხმარებლების დაცვა,შემდეგ კი თვითონ მონაცემების. ეს არის მთავარი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან".

 ტექნოლოგიების განვითარება, საინფორმაციო გარემოს დინამიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელშიც უწევს მუშაობა თანამედროვე ბიზნესს, კომპანიებისგან მოითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კიბერსაფრთხეების ხასიათი მუდმივად იცვლება, რის გამოც იცვლება მოთხოვნები დაცვის საშუალებებისა და მეთოდების მიმართაც. "ღრუბლოვანი" სისტემების განვითარება, ბიზნესის მართვაში ახალი სერვისებისა და გადაწყვეტილებების გაჩენა, კიბერდამნაშავეების ყურადღებას იქცევს, რომელთა აქტიურობაც მუდმივად იზრდება.

კიბერდამნაშავეებისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ ქართულ კომპანიებშიც და აცხადებენ რომ ეს მიმართულება აუცილებელია სახელმწიფო დონაზე იქნას აყვანილი. ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში ატომურ იარაღთან და ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად მნიშნელოვან პრობლემად კიბერსაფრთხე სახელდება. კიბერთავდასხმები, რომ საქართველოშიც ხშირია, ამას "ტრენდ მიკროს" წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

ნიკოლოზ გაგნიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: „საკმაოდ საინტერესო კონფერენცია გაიმართა, სადაც  წარმოდგენილი იყო კიბერკრიმინალის სხვადასხვა მაგალითები, რა შედეგებია მსოფლიოში, როგორ დაიცვას თავი როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებმა და ა.შ ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით მსოფლიოში მატულობს კიბერშეტევების შედეგად მიღებული ზარალი, როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნესსექტორში. ამიტოთ მნიშვენლოვანია მონაცემთა დაცვის მიმართულებით ეფექტური ღონისძებების გატარება".

კიბერდამნაშავეთა მხრიდან შეტევების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. კიბერთავდასხმები საინფორმაციო სისტემებსა და სერვისებზე უკვე შედის იმ ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკების სიაში, რომელთან შეჯახებაც უხდება მსოფლიო ბიზნესს. მხოლოდ ერთ წარმატებულ შეტევას ბოროტმოქმედებისთვის მოაქვს, საშუალოდ, 5,9 მლნ აშშ დოლარი, ამასთან, The Global State of Information Security Survey-ის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კიბერუსაფრთხოების სფეროს პროფესიონალების 63% დარწმუნებულია, რომ მათი საწარმოების სისტემებზე შეტევა მხოლოდ დროის საკითხია. 2016 წელს დაფიქსირებულ იყო 82 მილიარდი შეტევა, ხოლო გამომძალველი პროგრამების ახალი ოჯახების რაოდენობა 750%-ით გაიზარდა.

გერმან კოზანკოვი, "ტრენდ მიკროს" რეგიონალური დირექტორი სქართველოსა და მონღოლოთში: "ჩემი გამოსვლა ეძღვნებოდა იმას თუ რატომ უნდა ვენდოთ ლიდერებს, რომლებსაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება აქვთ. რეალურად მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ შესაბამისი მომსახურება გაუწიონ  ორგანიზაციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ამ მხრივ კი ჩვენ ნამდვილად დიდი გამოცდილება გვაქვს. კომპანია 28 წლის წინ შეიქმნა და მთავარი ოფისი ტოკიოში გვაქვს. მსოფლიოს გარშემო 50 ზე მეტ ქვეყანაში გვყავს  წარმომადგენლობა, ნახევ მილიონ კომპანიას ვემსახურებით და 5 ათას თანამშრომელს ვაერთიანებთ".

Security TRENDs-ის წამყვანმა სპიკერებმა აღნიშნეს, რომ კიბერდამნაშავეთათვის დღესდღეობით, ყველაზე მიმზიდველია რთული კორპორატიული ქსელები, "ღრუბლოვანი" სისტემები და ვირტუალური გარემო, ასევე მომხმარებელთა მოწყობილობები, მათ შორის მობილურიც. ეს გარემოება მოითხოვს დაცვის სპეციალური საშუალებების დანერგვას, რომლებიც მიმართულია კორპორატიული სისტემების მუშაობაში ჩარევის აღკვეთაზე ყველაზე მოწყვლადი მიმართულებებით.

მიხაილ კონდრაშინი, "ტრენდ მიკროს" ტექნიკური დირექტორის საქართველოსა და მონღოლეთში: "ვისაუბრეთ იმ ტენდენციებზე, რომელიც 2017 წელს გამოიკვეთა, იმ თავდასხმებზე რომელიც უკვე განხორციელდა ან სახიფათო პროგრამებზე რომელიც ახლაც იქმნება.  აქცენტს ვაკეთებთ ახალ კიბერ პროგრამაზე რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომპანიების სისტემაში აღწევს".

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. გაიცა პასუხები ისეთ კითხვებზე როგორიცაა რა საფრთხეებისთვის არიან საწარმოები და ორგანიზაციები მზად? რა რისკებს მოიცავს? რა პროცესები და პროცედურები შეიძლება განხორციელდეს და ა.შ

კომპანია Trend Micro-ს შესახებ

Trend Micro Incorporated, მსოფლიო ლიდერი კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების სფეროში, მისი მისიაა ციფრული ინფორმაციის გაცვლა მთელ მსოფლიოში უსაფრთხო გახადოს. ჩვენი ინოვაციური გადაწყვეტილებები კერძო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის და სახელმწიფო  სტრუქტურებისთვის უზრუნველყოფენ მრავალდონიან დაცვას მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, "ღრუბლოვანი" ინფრასტრუქტურისთვის, ქსელებისა და საბოლოო წერტილებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპტიმიზებულია ლიდერი ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის, Amazon Web Services, Microsoft®, VMware® და სხვა, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს თანამედროვე საფრთხეებისგან ინფორმაციის დაცვის პროცესის ავტომატიზაცია მოახდინონ. ყველა ჩვენი პროდუქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მუშაობს საფრთხეების შესახებ მონაცემთა გაცვლისთვის და უზრუნველყოფენ კომპლექსურ დაცვას ცენტრალიზებულ მართვასთან ერთად, სთავაზობენ უფრო ხარისხიან დაცვას და სწრაფ რეაგირებას.

5000-მდე თანამშრომელი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან და სფეროში საფრთხეების აღმოჩენის ყველაზე წამყვანი სისტემა Trend Micro-ს ეხმარება დაიცვას დამკვეთები "ღრუბლოვან" ინფრასტრუქტურაზე მათი გადასვლის პარალელურად. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.trendmicro.com.

Comments
Loading...