უსაფრთხოების გაძლიერებული წესები ფერად შავ პარასკევს “ნოვაში”

77

ბოლო წლების განმავლობაში “ნოვას” მომხმარებლებისთვის ნოემბრის ბოლო პარასკევი და შაბათი-კვირა ყველაზე სახალისო დღეებს – ე.წ. “შავი პარასკევის” გრანდიოზულ ფასდაკლებებს ნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, თქვენთვის  “შავი პარასკევის გაფერადების” მიზნით, „ნოვას“ საგამოფენო დარბაზები 08:30-დან 20:30 საათამდე იმუშავებს.

მხოლოდ წელს, ეს ოთხი დღე, კიდევ უფრო ფერადი გახდება და მომხარებლების ინტერესიდან გამომდინარე ხუთშაბათიც დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასდაკლებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება. 26-27-28-29 ნოემბერს ,,ნოვას“ მთელი გუნდი მომხარებელს დაელოდება ძალიან ბევრი საჩუქრითა და სიურპრიზებით.

წლევანდელი შავი პარასკევი კომპანიებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. ბრენდები ცდილობენ, გრანდიოზული “შოპინგი” მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიაში “ნოვა“ უსაფრთხოების ზომები ყოველთვის მკაცრად კონტროლდებოდა, თუმცა ამ დღეებში მომხმარებელთა რაოდენობის მატების გამო, სანიტ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ნაკადის მართვა-დარეგულირება კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა.

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებლების და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა, სწორად იმართოს და გადანაწილდეს ვიზიტორთა ნაკადი ისე, რომ არცერთი მომხმარებელი განაწყენებული არ  დარჩეს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა რისკის შეფასება-აღმოფხვრას, გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის საგამოფენო დარბაზებში სამუშაო დროის გახანგრძლივებით, რათა “შავი პარასკევის” აქციის ფარგლებში ოთხი ფერადი, უსაფრთხო და კომფორტული დღე ვაჩუქოთ ჩვენი საგამოფენო დარბაზების ვიზიტორებს“ – აცხადებს  „ნოვას“ დირექტორი ადმინისტრაციისა და HR საკითხებში ლია ბოლქვაძე.

ასე რომ, მიუხედავად მცირე დაბრკოლებისა, თუკი სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების დაწყებას აპირებთ, 26-29 ნოემბერი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნოვაში “შოპინგისთვის”. ქართული და უცხოური საუკეთესო ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქცია საუკეთესო ფასად; უამრავი საჩუქარი; დახლებში დამალული ვაუჩერები და შავი ყუთები, რომლებშიც სასიამოვნო სიურპრიზები მომხმარებელს ელიან და, რაღა თქმა უნდა, საახალწლო განწყობა: ორივე მეგაცენტრი მომხმარებელს საახალწლო და სადღესასწაულო დეკორაციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს.

განსაკუთრებული ფასდაკლებები შეეხება „ნოვას“ წარმოებულ ქართულ პროდუქციას. მომხმარებელს, ვინც ამ პერიოდში გეგმავს მშენებლობას, ან იმარაგებს მასალებს, არაჩვეულებრივი შანსი ექნება საუკეთესო ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.

„ნოვას“ ორივე მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში “ფერადი შავი პარასკევის” აღსანიშნად გელით. უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, არაჩვეულებრივი ფასდაკლებები და, რაც მთავარია, დიდებული საახალწლო განწყობა ამ ოთხი გამორჩეული დღის თანმდევი იქნება.

„ნოვას“ ფერადი შავი პარასკევის თავგადასავალი 26 ნოემბერს დაიწყება და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 20-დან 60%-მდე ფასდაკლებები თითქმის ყველა პროდუქტს შეეხება.

Comments
Loading...