უმსხვილესმა რუსულმა მედიაჰოლდინგებმა “იანდექსის” მთავარი გვერდიდან საკუთარი კონტენტი აიღეს

66

უმსხვილესმა რუსულმა მედიაჰოლდინგებმა, როგორიცაა "Газпром-медиа" (ფლობს ტელემაუწყებლებს НТВ, ТНТ, ТВ-3 და т. д.), НМГ (РЕН ТВ, "Пятый канал") და "Первый канал", თავიანთი ტელემაუწყებლობები, "იანდექსის" მთავარი გვერდიდან აიღეს.

მედიაჰოლდინგებს მიაჩნიათ, რომ "იანდექსი" ხელ უწყობს მეკობრეობას. კომპანიები მზად არიან, დააბრუნონ საიტზე თავიანთი კონტენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია აღნიშნულ ვებ-გვერდს გაწმენდს მეკობრული ვერსიებისგან.

"იანდექსმა" ტელემაუწყებლებს, ტრანსლაციისათვის თავის ოფიციალური ვებ-გვერდის მთავარი ტექნოლოგიური პლატფორმა შესთავაზა. თუ რა პირობების საფუძველზე მუშაობენ ისინი ახლა ინტერნეტ-კომპანიასთან, ტელეკომპანიები არ ამჟღავნებენ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული იყო ისეთი ტელეკომპანიების კონტენტი, როგორიცაა "Россия 24", НТВ, "Дождь" და სხვა. ამ მომენტისათვის კი დარჩენილია მხოლოდ "Я комедии", "Звезда", РБК, "Дождь" და "Муз ТВ".

თავად კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ტელემაუწყებლობის არცერთ ოფიციალურ წერილში არ არის საუბარი მეკობრეობაზე.

Comments
Loading...