უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

410

უკრაინული ავიაკომპანია "Bravo Airways", რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვიტარებსი სამინისტრო ავრცელებს.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "Bravo Airways" 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.

Comments
Loading...