უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო ”პრივატბანკის” საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავს

583

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შეხვედრა 18 დეკემბერს, საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გამართულიყო,-ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინას” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. თუმცა, ადგილობრივი სააგენტო Украинская правда იტყობინება, რომ უკრაინის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ გროისმანმა ბელგიაში შეხვედრა გააუქმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეხვედრა “პრივატბანკის” შესაძლო ნაციონალიზაციის საკითხს უკავშირდება. ის უმსხვილესი კერძო ბანკია ქვეყანაში, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს.

მანამდე, ტელეკომპანია Gromadske TV წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინის მთავრობა 18 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე “პრივატბანკის” საკითხის განხილვას გეგმავდა.

თუმცა ამის შემდეგ, უკრაინის ვიცეპრემიერმა, სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, პაველ როზენკომ განაცხადა, რომ მთავრობის წევრები ასეთი სახის ინფორმაციას არ ფლობენ.

სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინას” წყაროს ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტს, “პრივატბანკის” საკითხი სავარაუდოდ, გუშინ ან დღეს უნდა გადაეწყვიტა.

გარდა ამისა, “პრივატბანკი” თავის ვებგვერდზე თავად ქვეყნის საბანკო ბაზრისა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბანკების ლიდერებს მოუოწდებს, რომ მასთან ითანამშრომლონ.

ბანკის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერი, იგორ კოლომოისკია- უკრაინელი მილიარდერი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ვალერია გუნტარევამ დეკემბრის დასაწყისში, პირობა დადო, რომ “პრივატბანკის” შესახებ გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე, რეკაპიტალიზაციის პროგრამის გადამოწმების შემდეგ მიიღებდა.

გამოცემა “Экономическая правда” -ს ბანკის ნაციონალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ მხარეებთან დაკავშირებულ სესხებს უკავშირდება. ცენტრალური ბანკი რეკაპიტალიზაციას არ ეთანხმება და საკითხის განხილვას მოითხოვს.

Comments
Loading...