უკრაინას პოლონეთი 25 000 ტონა საწვავს მიაწვდის

8

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის 25 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს.

ოფიციალური პირი განმარტავს, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტია, რაც იმითაა განპირობებული, რომ უკრაინას საწვავის 97% რუსეთიდან და ბელარუსიდან მიეწოდებოდა, დღეს კი ეს მარაგი ხელმისაწვდომი აღარ არის.

საწვავის პირველი პარტია პოლონეთიდან უკრაინაში მომავალი კვირის დასაწყისში ჩავა.

მედია წერს, რომ მომარაგების ახალი მარშრუტები და ენერგოუსაფრთხოების ახალი სისტემა მუშავდება. პოლონელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა მშვიდობიან პერიოდშიც გაგრძელდება.

Comments
Loading...