უკრაინამ ჩერნობილში მზის ენერგიის პანელები დაამონტაჟა

45

უკრაინამ ჩერნობილში, ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები განათავსა.

ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე 3,800 პანელი განთავსდა, რაც მთლიანობაში 2,000 საცხოვრებელ სახლს მოამარაგებს ელექტროენერგიით.

მზის ელექტროსადგურის სიმძავრე 1 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ ევროს.

უკრაინაში ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 600 მგვტ-ს შეადგენს.

Comments
Loading...