“ტყის კვირეულის” ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე სემინარი გაიმართა

480

9-10 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო რიქსოს ბორჯომში „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობნენ „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრები, ჟურნალისტები, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF კავკასია) და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) ვიზიტორთა ცენტრში გაიამრთა. მოეწყო პრეზენტაცია WWF კავკასიის საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს მიღწევებსა და გამოწვევებზე სატყეო სფეროში, განიხილეს ორჰუსის კონვენცია -ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში, მოწვეული სტუმრები ასევე გააცნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებულ სიახლეებს და სხვა. ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშო.

სიტყვით გამოვიდნენ და სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს WWF სატყეო პროგრამების კოორდინატორმა ილია ოსეფაშვილმა, სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელმა ანი ანდრონიკაშვილმა, განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნათია მულაძემ.

სემინარის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება, რომლის დროსაც საველე პირობებში მონაწილეებმა დაათვალიერეს ბორჯომის პლატოს და სოფ.დაბის მიმდებარე ტეროტორია.

დასასრულს, სემინარის მონაწილეებმა დაათავლეირეს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ ბუნებრივი მასალებისგან დაამზადებული სუვენირები.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“ სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

„ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდა.

Comments
Loading...