ტუსკი: ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ჩვენი დღეების ბოლომდე მეგობრებად დავრჩებით

50

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) შესახებ შეთანხმების რატიფიცირების რთული პერიოდი ელის. აგრეთვე რთული მოლაპარაკებები აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, განურჩევლად შედეგებისა, რაც შესაძლოა რომ დადგეს, ლონდონი და ბრიუსელი კვლავ მეგობრებად დარჩებიან. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირი ბრიტანეთთან მჭიდრო პარტნიორობისთვის არის განწყობილი.

“ჩვენ, ჩვენი დღეების ბოლომდე მეგობრებად დავრჩებით”, – აცხადებს ტუსკი.

ამასთან, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ბრექსითის ამჟამად შემუშავებული შეთანხმება საუკეთესო ვერსიაა ორივე მხარისათვის.

Comments
Loading...