ტურისტული დანიშნულების ადგილების ციფრული მარკეტინგი

166

საქართველოს ეკონომიკისა და მდგეადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, "ქემონიქს ინტერნეშენალის" ორგანიზებით და TripAdvisor – ის პარტნიოროებით სასტუმრო თბილისი მარიოტში სემინარი "ინოვაციური სტრატეგიები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სემინარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა. სემინარიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა "ქემონიქს ინტერნეშენალის" დირექტორმა იბრაჰიმ ოსტამ. დღეისათვის ტურისტული შემოსავლების 60%-ზე მეტი ელექტრონული ტრანზაქციების მეშვეობით მოძრაობს და ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლით ნახევარ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი ონლაინ ტურისტულ სააგენტოებსა და გლობალური გადანაწილების სისტემებზე მოდის, თუმცა ტურისტული პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური სისტემები ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს რეალობა ხელს უწყობს ლოკალურ ბაზარზე გაყიდვებისა და მოგების წილის ზრდას. თბილისი მერიოტში გამართულ სემინარს ტურისტული სექტორის 200-ამდე წარმომადგენელი დაესწრო.

Comments
Loading...