ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები 2018 წელს აფასებენ

27

“ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონებში სასტუმროების მიმართ განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი. ძალიან სასიამოვნოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ტურიზმთან დაკავშირებით, როგორც იცით სასტუმროების ხელშემწყობის მიზნით სასწავლებლების განვითარება იგეგმება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ვფიქრობ 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოდგება როგორც ტურიზმის სფეროსთის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში გასულ წელს 8,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, როგორც იცით აქედან ნახევარზე მეტი ტურისტია, რაც ხელს უწყობს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის გაზრდას.” – განაცხადა T3 Hospitality Management-მა დირექტორმა ქეთევან მიქაშავიძემ.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლის პაატა ვარდანაშვილის თქმით 2018 წელს განსაკუთრებით გაიზარდა სასტუმროების რაოდენობა რეგიონებში.

“2018 წელი ტურისტების შემოსვლის რეკორდული წელია. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თბილისთან ერთად რეგიონებშიც ძალიან აქტიურად ვითარდება სასტუმროები, გესთჰაუზები რაც როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონების მოსახლების ეკონომიკურ შესაძლებლობებს ზრდის. იმედია წელს მეტი აქცენტი გაკეთდება გზების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ტრენინგებზე.” – განაცხადა პაატა ვარდანაშვილმა.

Comments
Loading...