ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-3 Travel Media Forum გაიმართა

307

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-3 "Travel Media Forum" გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამოგზაურო მედია ფორუმს გავლენიანი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრნენ, შორის იყვნენ: National Geographic Traveler–ის და Forbes-ის წარმომადგენლები. ფორუმში 10 ჟურნალისტი და 1 ბლოგერი მიიღებს მონაწილეობდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ჯავახაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. "Travel Media Forum"-ის მიზანია: ბეჭდვითი, ელექტრონული და სატელევიზიო მედიასაშუალებით ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური გამართა. საერთაშორისიო მედიის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულეს, დაათვალიერეს კურორტების და ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს და ღვინოს.

Comments
Loading...