ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბაკურიანში ველო მარათონი გაიმართა

294

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით ბაკურიანში  სამთო ველო სპორტში შეჯიბრი მოეწყო. ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი იღებდა მონაწილეობას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიამის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარათონი დიდველის ველობილიკზე მოეწყო.  ტურნირის მონაწილეებმა 2.7 კილომეტრიანი რთული რელიეფული მონაკვეთი დაფარეს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.  ბაკურიანში  ღონისძიების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და სპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა.    ველოპარკი ბაკურიანში 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

ველომარათონის სპონსორია: გუდაური ინნი, ალპინა და  სპორტული მაღაზია ველო+. მთის კურორტების კომპანიის მონაცემებით, 2017 წლის 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაკურიანს 77%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია.

Comments
Loading...