ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო

131

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გავლენიანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტებისთვის პრესტური მოეწყო.

ავია კომპანია Wizz Air-თან ერთად ქუთაისი – ლონდონის მიმართულებით არსებული ფრენებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით საქართველოს Lonely Planet-ის, Travel Magazine-ის, TNT Magazine-ის 7 ჟურნალისტი ეწვია. ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტემა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს. ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

Comments
Loading...