ტრამპი: ნავთობის ფასები ეცემა, შესანიშნავია!

46

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასების დაცემა აშშ-სთვის და მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც დადებითი მოვლენაა.

“ნავთობის ფასები ეცემა. შესანიშნავია! როგორც ამერიკისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. დატკბით! ახლა უკვე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 54 აშშ დოლარია, ხოლო აქამდე 82 აშშ დოლარი იყო. მადლობა საუდის არაბეთს. მაგრამ, მოდით, კიდევ უფრო დავწიოთ ფასები”, – წერს ტრამპი თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

20 ნოემბერს, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 8%-ით დაეცა და ბარელზე 61,97 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლოს, ჩრდილოამერიკული ნავთობის ასე იაფი თებერვალში იყო. ამერიკული ნავთობის ფასი 7,5%-ით შემცირდა და ბარელზე 53,23 აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 28%-ით არის შემცირებული, ხოლო WTI-ის მარკის – 30%-ით.

Comments
Loading...