ტრამპის მრჩეველი: არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს

41

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის თქმით, ამერიკა არ დაუშვებს, რომ ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს გვერდი აუაროს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, ევროკავშირი, აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით, ირანთან სავაჭრო მექანიზმის ჩამოყალიბებას მხარს უჭერდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელება “ურყევი” გადაწყვეტილებაა.
გარდა ამისა, ჯონ ბოლტონმა პირობა დადო, რომ თეირანს აშშ-სთან დაპირისპირება ძალიან ძვირი დაუჯდება.

“მკვლელების რეჟიმი და მათი მხარდამჭერები სერიოზულ შედეგებს წააწყდებიან, თუ თავიანთ ქმედებებს არ შეცვლიან. დღეს მე მინდა გითხრათ: ჩვენ გითვალთვალებთ და თქვენთანაც მოვალთ “, – აღნიშნა ბოლტონმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ევროპის ქვეყნების ინიციატივას “კონტრპროდუქტიული” უწოდა.

“ღამით შეშფოთებული ვიყავი და ნამდვილად იმედგაცრუებული. დანარჩენმა მხარეებმა აშშ-ს სანქციების თავიდან აცილების მიზნით სპეციალური საგადამხდელო სისტემის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე კონტრპროდუქტიული ღონისძიებაა, რომელიც რეგიონალურ, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას წარმოადგენს “, – განაცხადა პომპეომ.

Comments
Loading...