ტრამპის განცხადებით, რამდენიმე ქალს, მისთვის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებისთვის, ფული გადაუხადეს

32

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რანდენიმე ქალს ფული გადაუხადეს, რათა მათ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაედანაშაულებინათ. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“4-მა თუ 5-მა ქალმა დამდო ბრალი. მათ ბევრი ფული გადაუხადეს, რათა ჩემ შესახებ ისტორია მოეფიქრებინათ. ჩვენ შევძელით მათი დაჭერა, თუმცა მასმედიამ მათ გაშუქებაზე უარი განაცხადა. ამის დაწერის შესახებაც კი უარი თქვეს”, – აცხადებს ტრამპი. იგი აგრეთვე აცხადებს, რომ აქამდე ამ ქალებს არასდროს შეხვედრია.

2017 წლის დეკემბერში, Associated Press იუწყებოდა, რომ 16-მა ქალმა დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ბრალდებები მას მერე იქნა წაყენებული, რაც The Washington Post-მა 2005 წლის ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ხშირად ცდილობს, აკოცოს ლამაზ ქალებს. მისი თქმით, იგი ამას აკეთებს, რადგან ვარსკვლავია, ხოლო ქალები მას ამის უფლებას რთავენ. ამ სიტყვების მერე მან ბოდიში მოიხადა.

ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, რომელსაც ბრალს დებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისას კანონდარღვევებში, მაქინაციებში საბანკო სფეროში, აღიარა, რომ არჩევნებამდე, ტრამპის დავალებით ორ ქალს, ტრამპთან დაკავშირებით დუმილის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა. ამის შესახებ CNN წერდა. საუბარია ყოფილი პორნოვარსკვლავის სტეფანი კლიფორდისა და ფოტომოდელ კარენ მაკდუგალის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მან ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და იკითხა, იყო თუ არა ეს თანხმები წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

Comments
Loading...