ტოკიოს სასამართლომ კარლოს გონს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა

32

ტოკიოს სასამართლომ უარი უთხრა ალიანს Renault-Nissan-Mitsubishi-ის ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონს გირაოს სახით გათავისუფლებაზე.

21 იანვარს, გონმა განაცხადა, რომ გირაოს სახით გათავისუფლებისათვის მზად არის გაიკეთოს ელექტრონული სამაჯური და დატოვოს პასპორტები.

“მინდა განვაცხადო, რომ იაპონიაში ვიცხოვრებ და ყველა წესს დავიცავ, რომელსაც სასამართლო დამიდგენს”, – განაცხადა გონმა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ალიანსის ყოფილ პრეზიდენტს აქვს საფრანგეთის, ლიბანისა და ბრაზილიის პასპორტები.

კარლოს გონი 2018 წლის 19 ნოემბერს დააკავეს. ტოკიოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დაფარა 44,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავალი 2015 წლამდე და კიდევ 35,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შემოსავალი უკვე 2015-დან 2018 წლამდე. მოგვიანებით კი მას ახალი ბრალდება წაუყენეს, რომლის მიხედვითაც მან პირადი ხარჯი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, კომპანიის სახელზე გადაწერა.

Comments
Loading...