ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სექსისტური განცხადების გამო გადადგა

6

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოშირო მორიმ თანამდებობა დატოვა, მისი სქესისტული განცხადებების შედეგად გამოწვეული სკანდალის გამო. ამის შესახებ BBC წერს.

მის ადგილას, სავარაუდოდ, იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი საბურო კავაბუჩი დაიკავებს. ოლიმპიადამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება.

მორის გადადგომის განზრახვის შესახებ 11 თებერვალს გამოცხადდა. მანამდე, 83 წლის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სამუშაო შეხვედრები დიდი რაოდენობით ქალების მონაწილეობით ხშირად იწელება. მისივე თქმით, ქალები ზედმეტად ბევრს საუბრობენ და თითოეულს საჭიროდ მიაჩნია, რომ გამოთქვას საკუთარიმოსაზრება. მორიმ ბოდიში მოიხადა თავისი სიტყვების გამო, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა.

ის ფაქტი, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლამდე, ცნობილი გახდა 24 მარტს. თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა განაცხადა ოლიმპიური თამაშების გადავადების შესაძლებლობის შესახებ. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია თამაშების სრულად გაუქმება, რადგან ეს დიდ დარტყმას მიაყენებს იაპონიის ეკონომიკას და მსოფლიოს.

Comments
Loading...