ტიტანიკის ასლს – ტიტანიკ II-ს წყალში 2022 წელს გაუშვებენ

63

ხომალდ ტიტანიკის ასლს, რომელიც 1912 წელს, ატლანტიკის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, წყალში 2022 წლისთვის გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.

ხომალდს კომპანია Blue Star Line აშენებს. მას ტიტანიკი II ერქმევა, ხოლო მისი ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარი იქნება. მეორე ტიტანიკი 2,4 ათასი მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გარდა ამისა, ბორტზე იქნება ეკიპაჟის 900 წევრი.

კომპანია Blue Star Line-ის ხელმძღვანელის კლაივ პალმერის თქმით, ტიტანიკი II ორიგინალის მარშრუტს გაიმეორებს, იგი საუთჰემტონიდან ნიუ-იორკში გაცურავს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმისათვის, ტრაგედიის განმეორება არ მოხდეს, ხომალდზე სამაშველო ნავების საკმარისი რაოდენობა განთავსდება. ტიტანიკი II აგრეთვე აღჭურვილი იქნება თანამედროვე სანავიგაციო სისტემით და რადარებით.

Comments
Loading...