ტიმ კუკმა აშშ-ს პირადი ინფომრაციის დაცვის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა

65

კომპანია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა აშშ-ის ხელისუფლებას პირადი ინფომრაციის დაცვის შესახებ ისეთივე კანონის მიღებისკენ მოუწოდა, როგორიც ევროპას აქვს (GDPR). ამის შესახებ კუკმა ბრიუსელში, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალობის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირადი მონაცემები ინტერნეტის მომხმარებლების წინააღმდეგ იარაღს წარმოადგენს. კუკმა მოუწოდა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისკენ.

კუკის გამოსვლის შემდეგ, თავის ტციტერზე მან დაწერა, რომ იმ კანონის მიხედვით, რომელიც ევროპაში მოქმედებს (GDPR), დადასტურდა, რომ კარგმა სტრატეგიამ და პოლიტიკურმა კურსმა შესაძლებელია, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. მან კონფიდენციალურობას ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება უწოდა, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს.

GDPR – ეს არის მონაცემთა დაცვის შესახებ რეგლამენტი, რომელიც მედიაკომპანიებისგან მოითხოვს, რომ მომხმარებლებისგან მიიღონ უფლება პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ უფლება. იგი ევროკავშირმა მაისში მიიღო. რეგლამენტის ნორმები ეხება ყველა ბანკს, რომლებიც ამზადებენ ბარათებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ევროკავშირში, აგრეთვე ეს ეხება მობილურ ოპერატორებს, რომელთა მომსახურებითაც ევროკავშირის ზონაში შეიძლება ისარგებლო. რეგლამენტის დარღვევისათვის ჯარიმა კი 20 მილიონ ევრომდე, ან კომპანიის გლობალური მოგების 4%.

Comments
Loading...